აჭარის მთავრობის სახლთან მოძრაობა „იმოქმედეს" წევრებმა თორნიკე რიჟვაძის გამოსახულებიანი ბანერი მიიტანეს

აჭარის მთავრობის სახლთან მოძრაობა „იმოქმედეს" წევრებმა თორნიკე რიჟვაძის გამოსახულებიანი ბანერი მიიტანეს

აჭარის მთავრობის სახლთან მოძრაობა „იმოქმედეს" წევრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გამოსახულებიანი ბანერი მიიტანეს.

როგორც ორგანიზაციის წევრი ბაჩი მექვაბიშვილი აცხადებს, ბანერზე თორნიკე რიჟვაძე ბუშტებთან ერთად არის გამოსახული, რადგან მას ბუშტების ეშინია.

მისივე განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით ადამიანებს აჭარის მთავრობის სახლთან უსამართლოდ აკავებენ.

„თორნიკე რიჟვაძეს ბუშტების ეშინია. აქედან მივმართავ, თორნიკე, ნუ გეშინია ბუშტების, ეს არ არის ბომბი, არც არაფერს დაგიშავებს, ბუშტია ჩვეულებრივი, უწყინარი",- აცხადებს ბაჩი მექვაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 პირი დააკავა.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ჭედიძე აცხადებს, აქციის მონაწილეები კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილენ, მათ სამართალდამცავები მოუწობდნენ, მითითებულ ადგილზე ბუშტები და სტიკერები განეთავსებიათ, თუმცა ისინი სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდნენ.

„პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ განუცხადეს, რომ ბოძებიდან ჩამოსულიყვნენ და მითითებულ ადგილზე გაეკრათ ბუშტები და სტიკერები, თუმცა, მათ სურდათ ბუშტების პოლიციელების თავზე გადატარება, რასაც ჩვენ არ დავუშვებდით“, - აღნიშნა ირაკლი ჭედიძემ.