გორში ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამუშაოებს 283 422 ლარი მოხმარდება. ქუჩის სიგრძე 324 მეტრია. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ახალი ასფალტის საფარი, საგზაო ნიშნები და მონიშვნები, ეზოებში შესასვლელები, #3 საჯარო სკოლასთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, ტრანსპორტისა და ფეხითსავალ ნაწილებს შორის ახალი ბორდიურები.

მათივე ცნობით, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრში დაიწყო და 2021 წლის მარტამდე უნდა დასრულდეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა