სერგი კაპანაძე - პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პროცესების დანიშვნა და შემდეგ გადადება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა სცადა ეს საქმეები ზეწოლის ბერკეტებად გამოეყენებინა

პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პროცესების დანიშვნა და შემდეგ მათი გადადება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა სცადა, ზეწოლის ბერკეტებად გამოეყენებინა ეს საქმეები ოპოზიციაზე, ოღონდ, როგორც ჩანს, გაიგო, რომ არანაირი ზეწოლა ამის შედეგად არ განხორციელდებოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც კაპანაძე აღნიშნავს, სასამართლო პროცესები ოპოზიციის მოთხოვნებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

„ჩვენ ჩვენი მოთხოვნები ისევ ძალაში გვაქვს, მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნები და ამაზე ველოდებით მათგან შემოთავაზებას. სასამართლო საქმეების ჩანიშვნით ის ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ასევე, როგორც ჩანს, ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც მიიღეს ძალიან მკაფიო გზავნილი. საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველა, რომ ამ ადამიანების სიტყვას არანაირი ფასი არ გააჩნია და ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ გაყალბებული და მოპარული არჩევნები ივანიშვილს არ შერჩეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები,რომლებიც დეკემბერში უნდა განახლებულიყო, გადაიდო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა