ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი - ბოლო პერიოდში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან „საზღვრის“ დარღვევის ფაქტები გახშირდა, რა დროსაც სოციალურ დაცვას ითხოვენ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

მათივე ცნობით, დამრღვევები დე ფაქტო ხელისუფლებას სოციალური დაცვის თხოვნით მიმართავენ.

„ამგვარად, 30 ნოემბერს არცევის მახლობლად, დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, გორის რაიონის სოფელ ქვეშისა და კასპის რაიონის სოფელ თელიანის მკვიდრნი. წინასწარი მოკვლევისას დამრღვევებმა დაასახელეს მიზეზები, რის გამოც ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება: ეს არის არსებობისთვის აუცილებელი პირობების არ არსებობა, უმუშევრობა და მიზერული პენსია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ხელისუფლების მოუმზადებლობას და სურვილის არ ქონას, მიხედოს თავისი მოსახლეობის პრობლემებს“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო