ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დედა-შვილი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დედა-შვილი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დედა-შვილი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მეჯინისწყლის დასახლებაში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.