აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 - დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, ირაკლი ჩხვირკია აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქცია-პერფორმანსში იღებდა მონაწილეობას, როდესაც სამართალდამცავებმა დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბუშტები ჰქონდათ მიტანილი წარწერებით "რიჟვაძე-მონა". აქციის მონაწილეები ბუშტების ბოძებზე დამაგრებას ცდილობდნენ, რის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს და მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

























