კახა კალაძის განცხადებით, თუ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება, მერია ამ თანხას გაზრდის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იქნება, თბილისის მერია ამ თანხას გაზრდის. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საკრებულოს დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი წარედგინება.

„ეს თანხა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ კვებაზე. აქ არ შედის არანაირი გადასახადები. ბენეფიციარებს საკვები პროდუქტები სახლში მიეწოდებათ, ვინც ამას ითხოვს. გვყავს ამისთვის ჯგუფები. არიან ადამიანები, ვისაც უჭირს მოსვლა, მისთვის პრობლემას წარმოადგენს და რა თქმა უნდა, მათ პროდუქტებს სახლში მივაწოდებთ. ჩვენ თუ ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასადილოებს ბენეფიციარების გამოკვებისთვის სჭირდებათ, რა თქმა უნდა, თანხა დაემატება, არანაირი პრობლემა არ არსებობს. პირველადი ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოში იყო წარდგენილი, არ არის საბოლოო ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაინც მიზანმიმართულად ხდება ინტერპრეტაცია, თითქოს ეს არის საბოლოო ბიუჯეტი. ბიუჯეტი გაიზრდება და მომდევნო დღეების განმავლობაში თქვენ ამის მომსწრე იქნებით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, თბილისის უფასო სასადილოების თითოეული ბენეფიციარის კვებისთვის დღიურად 1,30 ლარია გამოყოფილი.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს