ზვიად შალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ტესტირების შესახებ ისაუბრეს.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, ინტენსიური ტესტირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდინფიცირებულების დროულად გამოვლენისა და იზოლაციისთვის.

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სწრაფი ანტიგენის ტესტებით ჩვენი თანამოქალაქეების ტესტირებას, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დროულად მოხდეს ინფიცირებულების გამოვლენა და იზოლაცია, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კორონავირუსთან ბრძოლაში. პირველადი ჯანდაცვის ცენტრები არის ის ძირითადი რგოლი, რომელიც უნდა მოემსახუროს იმ მოქალაქეებს, რომელთაც ვირუსის მახასიათებელი ნიშნები ექნებათ, რათა მათ თავისუფლად შეძლონ ტესტის გაკეთება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყანის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში სახელმწიფო, დღეში, დაახლოებით 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. ამავდროულად, განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა