ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- შესაბამის მონაცემებს ე.წ. კოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 86 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 24-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 31 ინფიცირებული იმყოფება.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 313 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 84 პაციენტი დაიღუპა, 4 257 კი - გამოჯანმრთელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო