ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას

ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

ჯაფარიძე თანაპარტიელებთან დაპირისპირების მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა მასზეა.

მისივე განმარტებით, „გირჩის“ მთავარი ბრძოლა წინაა.

“სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო.

მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო. არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს. მჯერა, რომ ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო. ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ. „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო