21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი თბილისთან და ბათუმთან ერთად, ფოთი იქნება

უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წელს, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირს, თბილისთან და ბათუმთან ერთად ჩვენი ქალაქი, ფოთი უმასპინძლებს. ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩემს ფოთელებს ამ დიდ წარმატებას და ისტორიულ დღეს! ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და ჩვენს ქალაქში ნიშნავს ფეხბურთის განვითარებას, ჩვენი ახალგაზრდებისთვის დიდ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებს სპორტის სფეროში. მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გაწეული მუშაობისთვის",- განაცხადა ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება.

„თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა