სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე - ჩვენების შეცვლას არ ვაპირებ, დაკავებას არ ველოდები

სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა, ის უწყებაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეთან დაკავშირებით განმეორებით არის დაბარებული.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა თვდაპირველი ჩვენების შესცვლას, რადგან ის გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის სასარგებლოდ აღიქმებოდა საზოგადოებაში, მალხაზ მიქელაძე პასუხობს, რომ ჩვენებას არავის სასარგებლოდ არ იძლევა.

„მე არავის სასარგებლოდ არ ვიძლევი ჩვენებას. მე ჩვენებას ვიძლევი იმასთან დაკავშირებით, რაც რეალურად ხდება. არ ვაპირებ ჩვენების შეცვლას. არ ველოდები დაკავებას, რატომ უნდა მოველოდე?!“ - განაცხადა მალხაზ მიქელაძემ.

მალხაზ მიქელაძე საგამოძიებო უწყებაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტ ივანე ჩიტაშვილთან ერთად მივიდა. როგორც ჩიტაშვილი განმარტავს მიქელაძე პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

„ ჩვენთვის უცნობია, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არის ის გამოძახებული. მხოლოდ და მხოლოდ, ვიცით ის, რომ „კარტოგრაფების საქმეზე“ არის დაბარებული. როგორც გამომძიებელმა განმარტა, მიქელაძე დღეს მოწმის სტატუსით არის დაბარებული“, - განაცხადა ივანე ჩიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა