ნიკა მელია - „ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის” თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს პარლამენტში შესვლას

„ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის” თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს პარლამენტში შესვლას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს იქნება საკუთარი ხალხის ღალატი.

„როგორც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის”, თუნდაც 1 წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას არის უბრალოდ, “ქართული ოცნების” ოცნება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის. არ შეიძლება, მაშინ როდესაც ოლიგარქმა ქვეყანაში არჩევნები არ ჩაატარა, შენ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელიც არ არის პარლამენტი და სინამდვილეში არის “კანტორა” ბიძინა ივანიშვილის ნება- სურვილების აღმასრულებელი. ჩვენ არ მიგვიღია არანაირი წინადადება “ქართული ოცნების” მხრიდან, ელჩების მეშვეობით, რომელიც გადაწყვეტილებას შეგვაცვლევინებდა. ძალაში ძალიან მყარად რჩება პოზიცია ბოიკოტის გაყალბებული არჩევნების მიმართ. სტატუსკვო შეიცვლება მხოლოდ ორი გზით ან “ქართული ოცნება” რეალურად წამოვა კომპრომისზე ან “ქართული ოცნება” დაკარგავს ძალაუფლებას, ასეთ პირობებში ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ეს იქნება ხვალ თუ ზეგ, ივანიშვილი იქნება იძულებული ქვეყანაში ჩაატაროს ახალი არჩევნები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ რომელიმე, „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის სიით გასული ადამიანი შევა პარლამენტში - ეს არის ოცნება “ქართული ოცნების”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა