გორის მერია - ხელთუბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მერია - ხელთუბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხელთუბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ხელთუბანში სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. გზის მონაკვეთის სიგრძე 1 156 მეტრს შეადგენს, სამუშაოების ღირებულება კი 418 827 ლარია.

„მიმდინარეობს, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის ასფალტირება, ასევე მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ პრობლემები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადადგილებისას ექმნებოდა, აღარ შეაწუხებს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.