ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ე.წ. კოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 482 ადამიანს ჩაუტარდა. ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 20-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 35 ინფიცირებული იმყოფება.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 400 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 86 პაციენტი დაიღუპა, 4 498 კი - გამოჯანმრთელდა.