სოფელ ზოვრეთში ოჯახის დაყაჩაღება სცადეს

სოფელ ზოვრეთში ოჯახის დაყაჩაღება სცადეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზოვრეთში ოთხი ნიღბიანი პირი ლილუაშვილების ოჯახში შეიჭრა.

მათ მუქარის ძალით თანხის წაღება სცადეს, თუმცა სახლის მფლობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევის დროს ხმაური ატეხეს და დახმარება ითხოვეს, რის შემდეგაც მძარცველებმა ჰაერში გაისროლეს და გაიქცნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.