იმერეთის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ზვიად შალამბერიძის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფება.
გუბერნატორთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილე.

























