ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ე.წ. კოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 466 ადამიანს ჩაუტარდა.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 717 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 92 პაციენტი დაიღუპა, 4 976 კი - გამოჯანმრთელდა.

























