ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2020

რაუნდებს შორის დაკარგულები - მოლაპარაკება შეიძლება პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგაც გაგრძელდეს

ნიკა ჩიტაძე - ვაშაძის და ელისაშვილის პარლამენტში შესვლა შემოგდებული თემაა - ჩიტაძე

“ოცნება” ზვიად ძიძიგურის წინააღმდეგ - “თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია...”

* * *

რაუნდებს შორის დაკარგულები - მოლაპარაკება შეიძლება პარლამენტი პირველის სხდომის შემდეგაც გაგრძელდეს

“ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან 5-საათიანი მოლაპარაკებიდან გამოსულმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოალაპარაკების მეხუთე რაუნდიც გაიმართება და გამოჩნდება რეალურად 11 დეკემბერს „ოცნება“ მარტო იქნება თუ არა პარლამენტში. მანამდე კი კეთდება მინიშნება, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა 11 დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდეს. ორივე მხარე კონკრეტულად მოლაპარაკების შესახებ განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს. ოპოზიცია ამბობს, რომ წარდგენილი 4 მოთხოვნიდან ხელისუფლება თანახმა მხოლოდ ორზეა - საარჩევნო სისტემასთან და ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხოლო პირველსა და მეორე პუნქტებზე, სადაც საუბარი რიგგარეშე არჩევნებსა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება, ხელისუფლება კატეგორიულად წინააღმდეგია. “ოცნების” ლიდერები არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე კი ამბობენ, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. შესაძლოა პარტიებთან შეთანხმების მთავარ საკითხად საარჩევნო რეფორმა იქცეს. ამიტომაც იმედი აქვთ, რომ ნაკლებად დესტრუქციული ოპოზიციური ძალა 11 დეკემბრამდე გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა ვის გულისხმობენ ამ ძალაში არ აკონკრეტებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაუნდებს შორის დაკარგულები - მოლაპარაკება შეიძლება პარლამენტის პირველის სხდომის შემდეგაც გაგრძელდეს.

“აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით 12 ნოემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართა და მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ უნდა გაიმართოს მეხუთე რაუნდი. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ხელისუფლება მარტო იქნება და ოპოზიციის არც ერთი ლიდერი იქ შესვლას მანამ არ აპირებს, სანამ მათი 4 მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება. “არავინ არ გასულა დეკლარაციიდან სადაც ხელი მოვაწერეთ, რომ პარლამენტში არ შევალთ. საიდუმლო ამ მოლაპარაკებაში არაფერია. ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოლიგარქის რეჟიმის დამთავრებას. მუშაობა და მოლაპარაკებები გრძელდება. პირველი სხდომა ოპიზიციის გარეშე ჩაივლის“, - აცახდებს ნათელაშვილი. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი კატეგორიულად ამბობს, რომ ის პარლამენტში შევლას არ აპირებს და მის ირგვლივ გავრცელებული ხმები მხოლოდ ჭორები და ბინძური ტყუილია. “სადღაც წინ წავედით და სადღაც ისევ უკან დავიწიეთ. დანარჩენს ვერაფერს ვერ ვიტყვი. პარლამენტში შესვლას ვერავინ გაბედავს. არ შევდივარ ამ პარლამენტში და მორჩა. მეტს არაფერს აღარ ვამბობ”,-განაცხადა ელისაშვილმა. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ დასამალი არაფერია და ყველამ უკვე იცის, რომ საუბარი 4 პუნქტიან მოთხოვნაზეა, რომელიც ოპოზიციამ დააყენა. აქედან ორზე ხელისუფლება მოლაპარაკებაზე მიდის, ხოლოდ დანარცენ ორზე არა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მესამე და მეოთხე საკითხზე, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმას და ცეესკოს ადმინისტრაციის ცვლილებას ეხება დავახლოვდით. თამარ ჟვანიას რაც შეეხება ვერ დაგვპირდებიან იმას რაც კონსტიტუციით და პარლამენტის მეშვეობით არის გადასაწყვეტი. ჩვენ უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ, ვიდრე თამარ ჟვანიაა. ასევე ვსაუბრობთ პირველ და მეორე პუნქტებზე, რაც რიგგარეშე არცევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება. ამაზე ხელისუფლება ჯერ არ მოდის. სანამ დიალოგი გრძელდება მოლაპარაკებას აზრი აქვს. ხვალ უნდა შევთანხმდეთ მეხუთე რაუნდი როდის გაიმართება”, - ამბობს ჯაფარიძე. “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მზად მხოლოდ იმაზე არის, რომ საარჩევნო სისტემასტან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს. “დღესაც ელჩების მხრიდან თხოვნაა, რომ საუბრის თემა დიდად არ გახმაურდეს. „ოცნებამ“ თავისი პოზიციებზე თავად ისაუბროს. ჩვენი მხრიდანა ოთხი ძირითადი საკითხია. რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემა და მეოთხე ცეესკოს ადმინისტრაციის ცვლილება. პირველსა და მეორეზე უარს ამბობენ. მესამაზე კომპრომისზე მზად არიან. ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებზე შედეგი და დაახლოვება არ გვაქვს”, - ამბობს ბაქრაძე. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო, სადაც გარკვეული საკითხების კიდევ უფრო დაახლოვება მოხდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნახეთ, რომ დღესაც ხანგრძლივი შეხვედრა იყო. „ოცნების“ სახელით ფალსილიტატორებს მადლობას ვუხდი. დღეს შეხვედრაზე კიდევ უფრი დაავახლოვდით. არსებობს შანსი, რომ შევთანხმდეთ საარჩევნო რეფორმის გაგრძელებაზე. შესაძლოა ეს შეთანხმების მთავარი პუნქტი გახდეს. 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართება. მანამდე უნდა გამოვიყენით დრო, რომ შევთანხმდეთ. იქნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა, სადაც შესაძლოა შევთანხნდეთ. სხვა საკითხებზე “ოცნების” პოზიცია არ შეცვლილა. 2 მილიონმა ადამიანმა არჩევანი გააკეთა და ჩვენგან განმეორებითი არჩევნები გამორიცხულია. ეს არ იქნება. ვიმუშავებთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით”, - აცხადებს თალაკვაძე. მისივე თქმით, ბოლო ორი-სამი დღეა, რაც გარკვეული რადიკალური ჯგუფებისგან ოპიზიციაზე ზეწოლა მიდის. ისინი მოლაპარაკების შინაარსის გამხელას ითხოვენ. ეს კი საკამოდ სამწუხარო ფაქტია”, - დასძენს გამოცემა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია დატოვოს ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შევიდეს. კობახიძის თქმით, აქამდეც ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებდა და უმრავლესობა მარტო იჯდა პარლამენტში. “ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში ერთი წელი, პარლამენტმა გაატარა ერთი წელი მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლეოსობა”, - განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმით. “იგივე გაგრძელდეს შეიძლება გარკვეული პარტიების მიერ, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება”, - წერს სტატიის ავტორი.

ნიკა ჩიტაძე - ვაშაძის და ელისაშვილის პარლამენტში შესვლა შემოგდებული თემაა - ჩიტაძე

“ვაშაძეზე და ელისაშვილზე ალბათ იმიტომ წავიდა ლაპარაკი, რომ მათ ლოიალური პოზიცია დააფიქსირეს და თქვეს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება. ან სპეციალურად შემოგდებული თემაა, რომ დისონანსი შეიტანონ ოპოზიციაში”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენდირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტში შვიდი ოპოზიციონერის შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას თქმით, აქვთ ინფორმაცია “ქართული ოცნებიდან” და ოპოზიციიდან, რომ 3 სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აპირებს პარლამენტში შესვლას - ალეკო ელისაშვილი და მის პარტიის წევრი ლევან იოსელიანი; გიორგი ვაშაძე და მისი პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე და “გირჩის” წევრები იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი. ცნობისთვის, სამშაბათს “ლელოს” ოფისში გამართულ ოპოზიციის შეხვედრაზე არ გამოჩენილან ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვაშაძის და ელისაშვილის პარლამენტში შესვლა შემოგდებული თემაა, - ჩიტაძე.

“ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ და ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ ამ ინფორმაციას დაზუსტება სჭირდება. რომ არ დადასტურდეს, მაშინ ეს იქნება ბინძური ჭორი და ცილისწამება. გვარამიამ გახარიაზეც თქვა, რომ რამდენიმე თვეში გადაგებაო. მე მაშინვე გავაკეთე კომენტარი, რომ ეს არ მოხდებოდა და გამართლდა. ახლაც ვაცხადებ, რომ დიდი ალბათობით ელისაშვილი და ვაშაძე პარლამენტში არ შევლენ, რადგან კარგად იციან, რომ ეს ნაბიჯი მათი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება. ელისაშვილზე და ვაშაძეზე ლაპარაკი ალბათ იმიტომ დაიწყო, რომ ორივემ ლოიალური პოზიცია დააფიქსირა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მათ თქვეს, რომ პროგრესი შეინიშნება. ან იმიტომ, რომ ელისაშვილი წინააცმდეგია სააკაშივლის საქართველოში დაბრუნების; ვაშაძესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ვანო ჩხარტიშვილის ნათესავია. არ გამორიცხავ იმასაც, რომ ეს თემა სპეციალურად იყოს შემოგდებული, რათა დისონანსი შეიტანონ ოპოზიციაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე - 11 დეკემბერს - არც ერთი ოპოზიციონერი პარლამენტში არ შევა. პარლამენტი კი ოპოზიციურ დეპუტატებს უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს. მხარეებს შორის დავა საკონსტიტუციო საასმართლოში გადაინაცვლებს, პროცესი კი დროში გაიწელება. ვთიქრობ მოლაპარკებები გაგრძელდება და შესაძლოა მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს”, - დასძენს ჩიტაძე.

“ოცნება” ზვიად ძიძიგურის წინააღმდეგ - “თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია...”

“თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია, ამაში კატეგორიულად არ ვათანხმები, არავისთან ღალატი ჩვენი საქმე არაა, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის იმ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის მართალი, ეგ არის და ეგ", - ასე უპასუხა “რეზონანსთან” “კონსერვატორების” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ქართული ოცნების” მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ძიძიგურმა ივანიშვილს უღალატა და გუბაზ სანიკიძის გზას დაადგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” ზვიად ძიძიგურის წინააღმდეგ - “თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია...”

“31 ოქტომბერს გარდა არჩევნებისა, თქვენი დაბადების დღეც იყო. 56 წლის ასაკში მიაღწიეთ ალბათ ისტორიულ მინიმუმს და ქვეყნის მასშტაბით ხმების 0,16% აიღეთ. ნუთუ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ნაცვლად მიზეზებისა და შედეგების ადეკვატური გაანალიზებისა, სხვათა მსგავსად კვლავ ბიძინა ივანიშვილს მიადექით დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად და იგივე სახის კრიტიკა გაიზიარეთ, რასაც ამდენი წელი თავადვე პასუხობდით? ოპოზიციის მთავარი ხელწერა ამ წლების განმავლობაში ხომ უარგუმენტო და სინდისისგან თავისუფალი რიტორიკა იყო, ნუთუ იგივეს შეუერთდით? ოპოზიციის ტრაგიზმი ხომ სწორედ უარგუმენტო, ცრუ და უტიფარ თავდასხმებშია, რაც მართლაც რომ ტრაგიკულად დაგისრულდათ 31 ოქტომბერს."- ნათქვამია სამშაბათს ელისო ბოლქვაძის მიერ ძიძიგურის მისამართით “ფეისბუზე” გამოქვეყნებულ ღია წერილში. როგორც ძიძიგური ამბობს, საკუთარი აზრის გამოხატვა ვინმეს ღალატი არაა, მას კი სწორად ის მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებული ერთი ადამიანის წინაშე არ უნდა იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია, ამაში კატეგორიულად არ ვათანხმები, არავის ღალატი ჩვენი საქმე არაა, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის იმ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის მართალი, ეგ არის და ეგ. მე ერთი პოზიცია მიმაჩნია სწორად - რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, როცა პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო ერთი კაცის წინაშეა ვალდებული, ასეთ შემთხვევაში ასეთ ქვეყანას განვითარება არ უწერია და ესაა ძალიან ცუდი პროგნოზი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს პოლიტიკური მმართველობის თვალსაზრისითაა შექმნილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვისაც ეს ამბები აწუხებს, ეს ადამიანები ამ თემების ირგვლივ რაღაცნაირად ჩამოვყალიბდეთ - თუ სად არის გამოსავალი, როგორ უნდა ვიპოვოთ სწორი გზა და რა არის ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას. პოლიტიკურ ასპექტს ვგულისხმობ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა