ალეკო ელისაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც  თანახმა ვართ, ოღონდ დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო - რასაც მთელი  ერი ვითხოვდით, შეთანხმებული ვართ

ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართ, ოღონდ ნებისმიერი ფორმით გადავთვალოთ და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო, - ამის თაობაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სრული პასუხისმგებლობით შეუძლია ასევე იმის თქმა, რომ მოთხოვნათა 99%-ს, რაც საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო წესებს ეხება, “ქართული ოცნება“ ეთანხმება და ოპოზიციას დასტური მისცა.

„ბოლო შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ მოვიდა და თქვა, რომ ამ პაკეტზე დასტურს გვაძლევდა. პოლიტპატიმრების თემაზე სერიოზული მსჯელობა იყო, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ. ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართ - ოთხი საკითხიდან გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა არიან, ოღონდ ნებისმიერი ფორმით გადავთვალოთ და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო. როგორც გინდათ ისე დაგვიდასტურეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ცესკოს მონაცემებს ვერ გადავთვლით, რადგან ის უკვე სუს-მა გადახატ-გადააფერადა. კი ბატონო, ოღონდ რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო. მთელი ერთი თვე რასაც ოპოზიცია ვითხოვდით, რაზეც მოლაპარაკებები მიდის, შეთანხმებული ვართ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება