უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, სასამართლო საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორიის განმავლობაში ასეთი დამოუკიდებელი ჯერ არ ყოფილა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ივერი აბაშიძის განცხადებით, სასამართლო საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორიის განმავლობაში ასეთი დამოუკიდებელი ჯერ არ ყოფილა და სასამართლოს სისტემაში „კლანი" არ არსებობს. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ივერი აბაშიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

როგორც ივერი აბაშიძემ განმარტა, ის, რომ საქართველოს დღეს დამოუკიდებელი სასამართლო ჰყავს, ბევრმა ფაქტორმა განაპირობა.

„სასამართლო საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორიის განმავლობაში ამდენად დამოუკიდებელი ჯერ არ ყოფილა. ეს დამოუკიდებლობა განაპირობა ბევრმა ფაქტორმა, მათ შორის, კონკრეტული მოსამართლეების ინდივიდუალურმა დამოუკიდებლობამ, უვადო დანიშვნების საკანონმდებლო დონეზე აწევამ და ა.შ", - განაცხადა ივერი აბაშიძემ.

რაც შეეხება კითხვას, არსებობს თუ არა ე.წ კლანი სასამართლო სისტემაში, ივერი აბაშიძე აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლოში „კლანურ" მმართველობას ვერ ხედავს.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილმა კანდიდატს ჰკითხა, შეუძლია თუ არა გაიხსენოს სასამართლოს მიერ მიღებული ერთი გადაწყვეტილება, რომელიმე რეზონანსულ საქმეზე, რომლითაც გამართლდა საზოგადოების მოლოდინი და გადაარჩინა ქვეყნის დემოკრატია. ივერი აბაშიძემ ამ კითხვის საპასუხოდ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმე დაასახელა.

გარდა ამისა, ჯანეზაშვილმა კანდიდატს ჰკითხა განემარტა, რას ნიშნავს სტატუსი -პოლიტპატიმრები, რაზეც ივერი აბაშიძემ უპასუხა, რომ „ზოგადად კანონმდებლობით, ასეა, რომ პოლიტიკური მიზნით დაპატიმრებულები". კანდიდატის თქმით, ჰყავს თუ არა საქართველოს „პოლიტიკური პატიმრები", ეს მისი შესაფასებელი არ არის.

„ბატონო ივერი, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტპატიმრის სტატუსი არ არის განსაზღვრული“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატთან ივერი აბაშიძესთან ატარებს გასაუბრებას. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცედურა კი უზენაეს სასამართლოში იმართება.

იუსტიციის საბჭოს წევრები საერთო ჯამში 50 კანდიდატს გაესაუბრებიან, აქედან კი პარლამენტს 9 კანდიდატი უნდა წარედგინოს.

დღეისთვის საბჭო გასაუბრებას მხოლოდ 2 კანდიდატთან- ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძესთან გაივლის.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს