ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 918 ადამიანს ჩაუტარდა და 23-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 1 985 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 067 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რეგიონში 15 დეკემბრამდე შეწყვეტილია საშუალო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა.

























