დიმიტრი ხუნდაძე - იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შემოვა, ეს ქართული საზოგადოების დაკვეთაა

„ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია გაითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას და მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას შეუერთდება.

როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმედს იტოვებს, რომ პარლამენტი მრავალპარტიული შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას.

„დღეს ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ მოგვიწია სრული შემადგენლობით დასწრება სესიის პირველ სხდომაზე. ოპოზიცია არ ჩანს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ისინი შემოვლენ, ეს ქართული საზოგადოების დაკვეთაა, ვის მოწონს, ვის არ მოწონს საზოგადოების გადაწყვეტილება, საზოგადოების გადაწყვეტილებაა, ის უნდა შესრულდეს.

მე იმედს ვიტოვებ, რომ გაითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დღეს არ არის პარლამენტში და შემოვლენ, პარლამენტი გააგრძელებს მრავალპარტიული შემადგენლობით მუშაობას“,-განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნა, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს: „თქვენ ჩქარობთ და დაეძებთ სკანდალს. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარე საკადრო გადაწყვეტილებაში პოლიტსაბჭოსთან ერთად რომ ღებულობს მონაწილეობას, არ უნდა იყოს უცხო“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა