ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი - ჰუმანიტარული დერეფნით 550-მა ადამიანმა ისარგებლა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, მდინარე ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გახსნილი ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნით, 550-მა ადამიანმა ისარგებლა. ამის შესახებ მან „სპუტნიკს“ განუცხადა.

მისი თქმით, მდინარე ენგურზე ე.წ. ჰუმანიტარული დერეფანი 3 დეკემბრის დილის 9:00 საათიდან 10 დეკემბრის 18:00 საათამდე გაიხსნა.

მისივე გამოთვლით, ამ პერიოდის განმავლობაში „დერეფნით“ დღე-ღამეში 60 ადამიანი სარგებლობდა.

ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულ პირებს უნდა გაევლოთ სამედიცინო-სანიტარული კონტროლი, რაც კოვიდ-19-თან არის აკავშირებული, ასევე უნდა წარმოედგინათ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული ცნობა, რომ პუნქტზე გადასვლის მსურველებს არ ჰქონდათ კორონავირუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა