მე-10 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია

მე-10 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იქნება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია იქნება; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ირაკლი ქადაგიშვილი უხელმძღვანელებს; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა სოზარ სუბარი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს; აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იქნება; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მაია ბითაძე უხელმძღვანელებს; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა ნიკოლოზ სამხარაძე აირჩიეს; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის იქნება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ბექა ოდიშარია აირჩიეს; ჯანდაცვის კომიტეტს დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს კი მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია