ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის განმავლობაში სულ კორონავირუსის 7043 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა ორი ადამიანი. სულ გარდაცვლილია 95 კოვდინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 5126 ადამიანი.

























