ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში გასულ-დღე ღამეში სულ 455 ტესტი ჩატარდა.

ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გუდაუთის საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 99 ადამიანი გადის, 88-ს COVID-19 აქვს დადასტურებული, 19 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 24 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 34 პაციენტია, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 25 პაციენტია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 7269-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 5286 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო:ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა