აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, არიან დაკავებულებიც.

როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, შენობების დანგრევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა.

„ უცბად მოვიდნენ არჩევნების შემდეგ, გაფრთხილება არ ყოფილა, რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი, რომ ბავშვებს სახლი და დასაძინებელი ადგილი ჰქონდეთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:აფრიკის დასახლებაში სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება