აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულები გაათავისუფლეს

აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულები გაათავისუფლეს

აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირები გაათავისუფლეს.„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით იყვნენ დაკავებული.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო:აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულები გაათავისუფლეს