მედიის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ და რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა სოხუმის აეროპორტისა და ფსოუს ხიდის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტისა და მდინარე ფსოუზე საავტომობილო ძველი ხიდის აღდგენის საკითხებზე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს ვიტალი საველევს შეხვდა.

ამ საკითხებზე შეთანხმება, ჯერ კიდევ 12 ნოემბერს, ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე შედგა, რომლის შემდეგ ბჟანიამ განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

მისი თქმით, აეროპორტის ფუნქციონირება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის „სათანადო პირობების“ შექმნაა აუცილებელი. ამ შეხვედრის შემდეგ, 18 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში „როსავიაციის“ დელეგაცია ჩავიდა, აეროპორტის ტექნიკური მდგომარეობა შეისწავლა და მის სარემონტოდ შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრა.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ბჟანიამ და საველევმა დეტალურად განიხილეს აეროპორტის განვითარების კონცეფცია. დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, აეროპორტის აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს „რესპუბლიკის“ განვითარებისა და მისი ეკონომიკური პოტენციალისთვის.

შეხვედრის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე საკითხზე ურთიერთქმედების გაგრძელება 2021 წლის მარტიდან მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო