ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიზნესზე ორიენტირებული აგრარული დარგის განვითარება კვლავ რჩება მთავარ მიზნად

პანდემიასთან და მის უარყოფით გავლენებთან ბრძოლის პარალელურად, ჩვენ, ვაგრძელებდით ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც სახელმწიფომ აგრარული დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობისთვის შეიმუშავა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესზე ორიენტირებული აგრარული დარგის განვითარება კვლავ რჩება მთავარ მიზნად.

„ჩვენ ვაძლიერებთ სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს, ვმუშაობთ ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გაზრდის ხელშეწყობისთვის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შევიტანეთ, რამაც ისინი უფრო მოქნილი გახადა. მეტად გავზარდეთ ფერმერებისა და მეწარმებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. სახელმწიფოს თანამონაწილეობა გაცილებით დიდია საფინანსო ინსტიტუტებთან აღებულ ვალდებულებებში, ვგულისხმობ ფერმერებისა და მეწარმეების სესხების საპროცენტო განაკვეთებს, რომლესაც სახელმწიფო ფარავს“,-აღნიშნა მან.

ლევან დავითაშვილმა ცალკეულ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამამ „დანერგე მომავალი“ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 10,500 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გაშენდა.

„დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის რეალიზაციით ფერმერებმა შემოსავალი უკვე მიიღეს. გაჩნდა საექსპორტო შესაძლებლობები, რაც განპირობებულია პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის მზარდი რაოდენობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად იქმნება კარგი სანედლეულო ბაზა ადგილობრივი გადამმუშავებელი მრეწველობისთვის.

ცვლილებებით, რომელიც 2020 წელს განხორციელდა, რეგიონების მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს პროგრამით. პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის, ასევე ჭაბურღილის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. პროგრამას ასევე დაემატა კომპონენტი, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. 2020 წელს ახალი მრავალწლოვანი ბაღი 2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა, სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა 20 მლნ ლარს აჭარბებს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა