ხათუნა სამნიძე - მანდატების დათმობაზე განცხადების ჩაბარება არ გამოიწვევს მოლაპარაკებების შეწყვეტას

ეს არ არის გზის მოჭრა, დღეს ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვწერთ და ვარეგისტრირებთ განცხადებას მანდატის დათმობასთან დაკავშირებით, ეს ხელს არ უშლის მოლაპარაკების პროცესს,- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურბალისტებს, პარლამენტთან განუცხადა, სადაც მანდატების დათმობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიაში განცხადება ჩააბარა.

ხათუნა სამნიძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის ამ ნაბიჯის შემდეგ, ხელისუფლება სერიოზულად შეაფასებს ვითარებას.

„ხელისუფლებისგან იყო ძალიან ხშირად ასეთი კომენტარი - არ გვჯერა, ოპოზიცია ამას არ გააკეთებს, ოპოზიცია შემობრძანდება პარლამენტში, ვხედავდით არასერიოზულ დამოკიდებულებას ხელისუფლებისგან, რაც მოლაპარაკების პროცესში ქმნიდა დაძაბულობას და განცდას, რომ არსად არ მიგვიყვანს ეს მოლაპარაკებები. მინდა ხაზი გავუსვა, მანდატების დათმობაზე განცხადების ჩაბარება არ გამოიწვევს მოლაპარაკებების შეწყვეტას, პირიქით, ეს აჩვენებს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის განაცხადი, რომ ბოიკოტს ვაცხადებთ, რომ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ, არის სერიოზული. მოლაპარაკებები გაგრძელდება და ხელისუფლებას აქვს ძალიან მცირე დრო, რომ ნამდვილად ერთპარტიული პარლამენტი არ მიიღოს და გადმოდგას ნაბიჯები. ერთი კვირა მაინც სჭირდება ამ განცხადებების განხილვას და ვიქნებით ეს პერიოდი იმ ფაზაში, იმედი მაქვს, როცა ხელისუფლება რეალისტურად შეაფასებს ვითარებას და მიიღებს ზომებს, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან,"- განაცხადა სამნიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში