მედიის ინფორმაციით, სოხუმის დე ფაქტო ყოფილი მერი ადამიანის დაჭრის ბრალდებით დააკავეს

სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და სოხუმის ყოფილი ე.წ. მერი ადგურ ხარაზია დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ადამიანის დაჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, 14 დეკემბერს ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა სოხუმის მცხოვრებს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავების ცნობით, ხარაზიამ უკანონოდ შეძენილი იარაღით, რომელსაც ასევე უკანონო დაატარებდა, ქუჩაში პარკირებულ ავტომანქანაში მჯდომ პირს რამდენიმეჯერ ესროლა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ადგურ ხარაზია ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას 2002-2203 წლებში იკავებდა. იყო დე ფაქტო პარლამენტის წევრი და 2014 წელს კი სოხუმის მერის თანამდებობას იკავებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?