სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - დათა ვანიშვილის რძალი მეუღლესთან ერთად ოკუპირებულ ახალგორში, კარანტინში იმყოფება

დათა ვანიშვილის რძალი თათია ადიკაშვილი მეუღლესთან, მალხაზ ვანიშვილთან ერთად იმყოფება ოკუპირებულ ახალგორში, კარანტინში“,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, მალხაზ ვანიშვილს მიღებული აქვს ე.წ.სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობა“.
„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, დათა ვანიშვილის რძალი, თათია ადიკაშვილი მეუღლესთან, მალხაზ ვანიშვილთან ერთად იმყოფება ოკუპირებულ ახალგორში, კარანტინში. განხორციელდება თათია ადიკაშვილის ტრანსპორტირება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება მალხაზ ვანიშვილს, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, მას მიუღია „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მოქალაქეობა და იგი დარჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე”,-აცხადებს ანთაძე.

























