კახა კალაძე უკანონო შენობა-ნაგებობებზე - ასეთი შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირება იქნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აფრიკის დასახლების გარდა, თუ იქნება ისეთი შემთხვევები, სადაც უკანონო შენობა-ნაგებობა იქნება, ამას თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის კონკრეტული შენობა-ნაგებობები, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ.

„თუ იქნება ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, ამას რეაგირება მოჰყვება. ეს არის კონკრეტული შენობა-ნაგებობები, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ. ასეთი შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირება იქნება. თუ ადამიანები ცხოვრობენ, მაშინ კანონმდებლობა მოქმედებს და მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლებამოსილება, ადამიანები გამოასახლოს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი განახორციელა, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანი დააკავეს, რომლებიც შემდეგ გაათავისუფლეს. საზოგადოების კრიტიკის ფონზე, თბილისის მერმა ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს ბინა აჩუქა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ