ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის მანძილზე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 421 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან გასულ 24 საათში გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7602-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 5655 ადამიანი, გარდაიცვალა 101 ადამიანი.