გომელაური - პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მაშველები განაგრძობდნენ სტიქიასთან ეფექტიან ბრძოლას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორჯომში, ჩხოროწყუსა და ანაკლიაში 3 ახალი სახანძრო-სამაშველოს შენობა გაიხსნა. მისივე თქმით, ივნისიდან ყველა მეხანძრე-მაშველს, ისევე, როგორც შინაგან სამინისტროს სხვა დანაყოფების თანამშრომლებს, ხელფასი გაეზარდათ.

"მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, სხვადასხვა უწყებაში არსებული სამსახურების უმეტესი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სამინისტროში არსებობენ სამსახურები, რომელთა მუშაობა დისტანციურად წარმოუდგენელია. ამისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. 2020 წელს სამსახური 30 ახალი ევროპული სტანდარტის, „ივეკო მაგირუსის“ მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანითა და ახალი ტექნიკური აღჭურვილობით შეხვდა. გაუმჯობესდა ჩვენი მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობები და წელს პირველად მოხდა ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა. წელსვე გაიხსნა 3 ახალი სახანძრო-სამაშველოს შენობა - ბორჯომში, ჩხოროწყუსა და ანაკლიაში. ივნისიდან ყველა მეხანძრე-მაშველს, ისევე, როგორც შინაგან სამინისტროს სხვა დანაყოფების თანამშრომლებს, ხელფასი გაეზარდათ. პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მაშველები განაგრძობდნენ ხანძრებთან, სტიქიებთან და უბედურ შემთხვევებთან ეფექტიან ბრძოლას. ყველას ახსოვს რაჭის სტიქია. მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 706 მოქალაქე, ააგეს დროებითი საბაგირო გზები, რომელთა დახმარებითაც ხდებოდა მედიკამენტებისა და პროდუქტის მიწოდება", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, წელს მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს რამდენიმე ათეული ტყის ხანძარი.

"სირთულით გამოირჩეოდა სვანეთში გაჩენილი ხანძრები. იყო შემთხვევები, როცა რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო სპეცტექნიკის მისვლა ვერ ხერხდებოდა და ჩვენი მეხანძრე-მაშველები ხშირ შემთხვევაში სამთო აღჭურვილობის გამოყენებით - ქვეითად მიდიოდნენ ცეცხლთან და დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. წელს გვქონდა რამდენიმე ბაზრობის ხანძარი. მათ შორის ლილოში, ელიავაზე, წერეთელზე და ვარკეთილში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა. იყო ავტოგასამართი სადგურის აფეთქების და ხანძრის საცხოვრებელ კორპუსზე გადასვლის საფრთხე.

მეხანძრე-მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა.

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, მაშველებმა გადაარჩინეს 346 მოქალაქის სიცოცხლე. მინდა მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და თითოეულ მეხანძრე მაშველს", - აღნიშნა გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს