ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 95 ადამიანს ჩაუტარდა და 26-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 2 116 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 212 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა 15 იანვრამდეა შეწყვეტილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა