ეკატერინე ტიკარაძე - გავატარეთ ყველა საჭირო ცვლილება, რაც პანდემიის პირობებში იყო შესაძლებელი, ჩვენი ხედვა დარჩება უცვლელი - თანმიმდევრული ნაბიჯები, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

“კოვიდ 19”- მა დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში ხარისხის ამაღლება და სწორედ ხარისხის ამაღლება, მეტი გამჭვირვალობა და პირველადი ჯანდაცვის გლობალური რეფორმა იქნება ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგი წლის გამოწვევა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რა იყო დღემდე მისი მინისტრობის პერიოდში მთავარი გამოწვევა, ტიკარაძე ამბობს, რომ “კოვიდ 19”, თუმცა მისივე თქმით, პანდემიის პირობებშიც, ჯანდაცვის სფეროში ყველა საჭირო ცვლილება განხორციელდა.

“გამოწვევა მთელი ქვეყნის და მსოფლიოსთვის იყო “კოვიდ 19” და რთულია ითქვას, რა იყოს სხვა გამოწვევა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ, მიუხედავად ამ სირთულეებისა შეძლო და ის დამატებითი ღონისძიებები, რაც კი ჯანდაცვის მიმართულებით იყო გასატარებელი, გავატარეთ. გავატარეთ ყველა ის საჭირო ცვლილება, რაც კოვიდ პანდემიის პირობებში იყო შესაძლებელი. ჩვენი ხედვა დარჩება უცვლელი - თანმიმდევრული ნაბიჯები, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა