23 დეკემბერს თბილისში თოვლია მოსალოდნელი

23 დეკემბერს თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განაცხადა, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბითაც.

,,21 და 22 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში თოვლი. თბილისში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია. ტემპერატურა დასავლეთში +8 - +13 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში +3 - +8 გრადუსის ფარგლებში. ღამით 21-22 დეკემბერს - დასავლეთში +2 - +7 აღმოსავლეთში -4 ; +1. თბილისში 22 დეკემბერს ღამით -1, დღისით +6.

23 დეკემბერს მთელ საქართველოში მოსალოდნელია ცუდი ამინდი, წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთში ნალექი უმეტესად თოვლის სახით. თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში თოვლი. ტემპერატურა დასავლეთში +5 - +10; აღმოსავლეთში +1 - +6. 23 დეკემბერს დასავლეთში ღამით +4 - +9 ; თბილისში +3 და +4", - აღნიშნა ნინო წვერავამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე