ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „წითელ ზონებში“, 20 დეკემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებული 68 პაციენტი მკურნალობას განაგრძობს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავარმა ინფექციონისტმა ელეონორა ჯიოევამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში საავადმყოფოს „წითელ ზონაში“ შეიყვანეს ოთხი პაციენტი.

მისივე ინფორმაციით, „რესპუბლიკაში“ დეკემბრის დასაწყისიდან დაავადების კლება ფიქსირდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა