ნიკოლოზ სამხარაძე - „ქართული ოცნება“ არ აპირებს არავისთვის ხმის ჩახშობას

"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი პოლიტიკური პარტიებისთვის ხმის ჩახშობას არ გეგმავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოს არ უნდა გასცდეს.

„ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ არც ახლა არ აპირებს არავისთვის ხმის ჩახშობას. პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იყოს. თუ კონსტიტუციას არავინ დაარღვევს, შესაბამისად, მისი გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გარანტირებული იქნება.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, აქ სხვადასხვაგვარი აზრია, სხვადასხვა მსჯელობა შეიძლება იყოს. კარლ ჰარცელმაც თქვა, რომ ლოგიკას ხედავს, რადგან ეს დაფინანსება სწორედ ხმებზეა მიბმული. თუ რომელიმე პარტია ამ ხმების ნამდვილობას არ აღიარებს, მაშინ რატომ ითხოვენ ხმებზე მიბმულ დაფინანსებას?!

რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნას, ეს ეხება მომავალ არჩევნებს. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციაში უკვე დიდი ხანია წერია ეს საკონსტიტუციო ცენზები, რომ პარტია დაჯარიმდება 2 ათასი ლარით, რაც მართლაც პატარა ჯარიმაა იმასთან შედარებით, თუ რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციის დარღვევას. თუ ვინმე კონსტიტუციას დაარღვევს, კონკრეტულ არჩევნებში რეგისტრაციიდან მოიხსნება, თანაც აქ საუბარია ლიდერზე“, - განაცხადა სამხარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს