ირაკლი კობახიძე - უბარიერო სისტემით არჩევნების ჩატარებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

უბარიერო სისტემით არჩევნების ჩატარებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის გდაცემაში, "პოლიტ-ქალაქი" განაცხადა.

მისი თქმით, მსჯელობა შესაძლებელია ბარიერის დაწევაზე.

„ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამაზეც გვქონდა კონსულტაციები უმრავლესობის წევრებთან. უბარიერო სისტემით არჩევნების ჩატარება არის ცალკე საკითხი, რაზეც გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ამაზე გვაქვს ჩვენი მკაფიო, პრინციპული პოზიცია“ ,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ე.წ. ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობა გამოცხადდა, მათ მიმართ „კრიტიკის ქარ-ცეცხლი წამოვიდა“, როგორც პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან.

„ისინი ამბობდნენ, რომ 3%-ზე ნაკლები ბარიერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო. უფრო მეტიც, ალტერნატიული კანონპროექტიც კი დააინიცირეს, 3 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით. ამაზე შეიძლება მსჯელობა, ჩვენი პრინციპული პოზიცია არის, რომ დაწევა, შესაძლოა უკეთესიც იყოს. 3 პროცენტი შუაშია ბუნებრივსა და 5 პროცენტს შორის და ალბათ, ეს არის საწყისი წერტილი, რაც შეიძლება განვიხილოთ“ ,- განაცხადა კობახიძემ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს