ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 140 ადამიანს ჩაუტარდა და 35-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 2 151 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 252 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა 15 იანვრამდე შეწყვეტილია.