იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისგან აინტერესებს - რამდენადაა სასამართლო დამოუკიდებელი? რამდენადაა პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი და როგორი იყო წარსულში. ამის შესახებ ჯანეზაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მოქმედი მოსამართლეებითაა გაჯერებული. მასში კანდიდატებად ძირითადად ის მოსამართლეები არიან, რომლებიც დღემდე სისტემაში მუშაობენ და გარკვეული გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, ჩემი შეკითხვები გამომდინარეობს - არის თუ არა, სასამართლო დამოუკიდებელი? არის, თუ არა სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი? არიან, თუ არა მათი აზრით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები? ანუ ჩემი შეკითხვები ძირითადად უკავშირდება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ჯამში დაახლოებით, 40-ზე მეტი კანდიდატია, რადგან ერთდროულად რამდენიმე კონკურსი მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა