თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო იოლად დააინფიციროს ადამიანები, თუმცა, „სიკვდილიანობის მაღალი პოტენციალი არ აქვს“

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს შეუძლია უფრო იოლად დაასნებოვნოს ადამიანები. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის ახალ შტამს სიკვდილიანობის მაღალი პოტენციალი არ აქვს.

„საბედნიეროდ, მას სიკვდილიანობის მეტი პოტენციალი არ აქვს, მაგრამ გადამდებლობის მეტი კოეფიციენტი აქვს. მას შეუძლია უფრო იოლად დაასნებოვნოს ადამიანები. სამხრეთ ინგლისში ახლა, ვისაც კოვიდი სჭირს, მათი 30 პროცენტი უკვე ახალი შტამით არის დაინფიცირებული. ამან გამოიწვია ის ფაქტი, რომ ინგლისის მიმართ ყველა ქვეყანამ გაამკაცრა ღონისძიებები, მაგალითად, ინგლისი ახლა ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ, როცა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები უკვე აღარ გადიან. ინგლისელისთვის შობა და ახალი წელი წმინდათა წმინდაა, მაგრამ შეზღუდვები არნახულად გამკაცრდა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების განმარტებით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადია.

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა