ირმა ნადირაშვილი - ხელისუფლების მზაობა, რომ უნდოდეს კრიზისის განმუხტვა, არ ჩანს, თუმცა ჩვენ არასდროს გვითქვამს მოლაპარაკებებზე უარი

ხელისუფლების მზაობა, რომ უნდოდეს კრიზისის განმუხტვა, არ ჩანს. ჩვენ არასდროს გვითქვამს მოლაპარაკებებზე უარი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

როგორც ნადირაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს დგამს.

„ამ ვითარებაში არ გვაქვს სიახლეები. ოპოზიციას თავისი გეგმების თაობაზე აქვს გამოცხადებული, რომ ყველა საუბარი უნდა იწყებოდეს სწორედ ხელახალი არჩევნების დანიშვნის ქოლგის ქვეშ, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს, არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტს.

ხელისუფლების მხარეს არის ბურთი, ისინი უნდა მოვიდნენ, მოიტანონ კონკრეტული წინადადებები სწორედ ამ დათქმებიდან გამომდინარე. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს დგამს. პარლამენტში ინიცირება მოხდა კანონპროექტის, სადაც დაფინანსების შეწყვეტაზეა საუბარი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე. ასეთ ვითარებაში ხელისუფლების მზაობა, რომ მას უნდოდეს კრიზისის განმუხტვა, არ ჩანს. ჩვენ მოლაპარაკებებზე უარი არასდროს გვითქვამს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე