საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული ბანკების მიერ ე.წ. აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურების თაობაზე განმარტებას აკეთებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი დარგობრივი უწყება საქმის კურსშია და აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქული ბანკების მიერ ე.წ. აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურების დაწყებასათან დაკავშირებით განაცხადეს.

ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რეალურად საქმე გვაქვს რუსულ საგადასახადო ბარათ МИР -თან და რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ “აფრა”-ს პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა.

"სინამდვილეში, ბარათი “აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი МИР , რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება “აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ МИР -ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული МИР -ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი.

აღნიშნულს ადასტურებენ ჩვენი თურქი პარტნიორებიც, რომლებთანაც უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხზე. მოგეხსენებათ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მითუმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლებს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით,"- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ საგარო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა მიაწოდა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ეროვნული ბანკის“ ინფორმაციით, აფხაზური ე.წ. ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურების გეოგრაფიული არეალი იზრდება. „ორმა მსხვილმა თურქულმა ბანკმა IS BANK-მა და ZIRAAT BANK-მა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკურ ბარათების - APRA WORLD-ის მომსახურება დაიწყეს, - ნათქვამია ე.წ. „ეროვნული ბანკის“ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, APRA WORLD-ის ბარათები მიღებულია : რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს