საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის თეა ახვლედიანის ინფორმაციით, მირიან თაზიაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა დაახლოებით ერთი თვის წინ უკანონოდ დააკავა, თავისუფალია.

მისივე თქმით, ეს იყო საქართველოს შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი.

"სანამ ჩვენი დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა, ერთ-ერთი უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე, მირიან თაზიაშვილი გათავისუფლებული იქნა უკანონო პატიმრობიდან, რაც სასიხარულოა", - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზარდიაანთკარიდან 20 ნოემბერს გაიტაცეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს