გაერთიანებული სამეფოდან საფრანგეთში შესვლას დღეიდან ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებსაც კოვიდ 19-ის უარყოფითი ტესტი აქვთ

ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოდან საფრანგეთში მიემგზავრებიან, დღეიდან ქვეყანაში შესვლის უფლება ექნებათ იმ შემთხვევაში, თუკი კოვიდ 19-ზე ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით ტესტს წარადგენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”თვითმფრინავები, გემები და ევროსტარი (მატარებელი) ოთხშაბათს დილიდან მუშაობას განაახლებენ,“- განაცხადა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჟან-ბატისტ ჯებბარმა.

პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოდან საფრანგეთში შესვლის უფლება ბრიტანეთის ან მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებსაც საფრანგეთში ან ევროკავშირში ცხოვრების უფლება აქვთ ან მოგზაურობის ლეგიტიმური მიზეზი აქვთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.

ახალი წესები ამ ეტაპზე 6 იანვრამდე იმოქმედებს.

საფრანგეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან საზღვარი ორშაბათს, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის გამო ჩაკეტეს, რამაც სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვები შეაფერხა.

იხილეთ ვიდეო:გაერთიანებული სამეფოდან საფრანგეთში შესვლას დღეიდან ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებსაც კოვიდ 19-ის უარყოფითი ტესტი აქვთ

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025